გაბუნია – სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია

„სავალდებულო“ არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია.

„ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს მისი პასუხი. ეს არის ის სწორად დაბალანსებული და ეთიკური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ასევე სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა რომელიმე პირის ძალდატანებით ვაქცინაცია, ამის ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიფურცელაძის N16–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – კორონავირუსით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა