გაბუნია – საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა

ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

„რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი ანუ რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა ამ 3 500 პირიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია2021 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 22 პროცენტამდე გაიზარდა