გაბუნია – პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან

პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მცირე რაოდენობაა მძიმე შემთხვევებისა, რომელიც კლინიკაში რჩება, თუმცა პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება.

მან ასევე ისაუბრა 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის შესაძლებლობაზე. გაბუნიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“.

„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა. 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება
შემდეგი სტატიაგაბუნია – ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო