გაბუნია – „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად მედპერსონალი გადამზადებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად სამედიცინო დაწესებულებებში მაქსიმალური ტექნიკური მზაობაა და მედპერსონალიც გადამზადებულია.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარია, საზოგადოების აქტივობაც ძალიან მაღალი იყოს, რომ ვაქცინების დოზები ბოლომდე გამოვიყენოთ.

„ტრენინგი „ფაიზერთან“ მიმართებაში დამატებით ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა როგორც განსაკუთრებული შპრიცის გამოყენების აუცილებლობას, ასევე შენახვის განსაკუთრებულ რეჟიმს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ანტიშოკური მზაობა არის აუცილებელი, სავალდებულო მოთხოვნა არა მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის, არამედ, ნებისმიერი სხვა ვაქცინისთვის. ამდენად, სამედიცინო დაწესებულებები სრულად მზად არიან როგორც მედიკამენტების არსებობის კუთხით, ასევე შოკის დარბაზის და რეანიმაციული განყოფილებების მობილიზების კუთხით. იმედი მაქვს არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის მაქსიმალური. ანაფილაქსიური შოკის მართვის პროტოკოლიც სამინისტროს უკვე რამდენიმეთვეა დამტკიცებული აქვს. განახლებული პროტოკოლის დამტკიცების თაობაზე პერსონალს დიდი ხანია გავლილი აქვს ტერნინგი. ვფიქრობ, რომ ტექნიკური მზაობა არის ძალიან მაღალი და მთავარია, აქტივობაც იყოს ძალიან მაღალი, რომ ვაქცინების დოზები ბოლომდე გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაგაბუნია – „ფაიზერის“ და ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს