გაბუნია: მულტიორგანული ანთების სამკურნალო მედიკამენტზე დეფიციტი არ არის

„შემთხვევების დიდი ნაწილი დაფიქსირებული იყო მსუბუქი მიმდინარეობს. ყველა საბედნიეროდ დასრულდა კარგად. მზაობას რაც შეეხება, უმრავლესობა შემთხვევების გატარებული იყო იაშვილის კლინიკაში, ასევე „ნიუჰოსპიტალში“ მოხდა ბავშვების მკურნალობა. რამდენიმე ბავშვი ნამკურნალევი იყო სხვა კლინიკაშიც. ამ დაავადების პროტოკოლი 10 ნოემბერს არის მომზადებული პროფესიონალი პედიატრების მიერ. პროტოკოლი ითვალისწინებს ამ სინდრომის მართვას. შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის სტეროიდებიც საჭირო არის იმუნოგლობულინი​, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, ვინც ამ მედიკამენტს სხვა მიზნებისთვის იყენებდა მანამდე. იაშვილის კლინიკაში ამ კონკრეტულ მომენტში არც დეფიციტი არ არის და ბავშვებს როდესაც დასჭირდებათ, შეუძლიათ ამის გამოყენება. რაც შეეხება დაფინანსებას, გახსოვთ ალბათ სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით, ეს მედიკამენტი არც უნდა ვეძიოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება უკვე არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. შავ ბაზარზე არვინ შეეცადოს ამ მედიკამენტის მოპოვებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის