გაბუნია: მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მოქალაქეებმა თვითონ უნდა მიიღონ, თუმცა შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესებაც სხვადასხვა ლოკაციაზე.

მისივე თქმით, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა, მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია. ამდენად, აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება – პისიარტესტირება, ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: აქციის მთავარი გზავნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ეს არის გზა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა