გაბუნია – მოლოდინი არასოდეს გვქონია, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა მარტში ან აპრილში გვექნებოდა

“გლობალური მოწოდების პრობლემებიდან გამომდინარე და მთელი რიგი ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმის მოლოდინი არასოდეს გვქონია, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა მარტში ან აპრილში გვექნებოდა. ის ერთეული დოზები, რომლებიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, იყო სასტარტო პერიოდისთვის, რაც ქვეყანამ საკმაოდ წარმატებით გაიარა.

ამ შემთხვევაში, ის ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო ქვეყნის დონეზე გაკეთებულიყო, გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება გავიაროთ ყველა ნაბიჯი და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამის გაკეთება იყო შესაძლებელი და არ გაკეთდა. მაგრამ ჩემი შეფასებით, ყველაფერი შესაძლებელი, რაც ქვეყანაში ვაქცინების მობილიზებისთვის შესაძლოა გაკეთებულიყო, ნამდვილად შესრულდა” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – „დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში შესაძლოა, 10-20%-მდე მერყეობს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია