გაბუნია – „მოდერნასთან“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე საუბარი არ გვაქვს

gulis eleqsiri

„მოდერნასთან“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე საუბარი არ გვაქვს – „ნოვოვაქსზე“ მიდის კონსულტაციები „კოვაქსთან“, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპისთვის საკმარისია ის ვაქცინები, რაც ქვეყანაშია.

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის შემოტანაზე საუბარი მიდის დონაციის პროგრამის ფარგლებში. შესყიდვას არ ვგეგმავთ, შესაძლოა, „კოვაქსიდანაც“ მოხდეს მოწოდება.

„კოვაქსი“ მოგვაწვდის განახლებულ ინფორმაციას, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს წლის ბოლომდე. ჯერჯერობით „მოდერნასთანაც“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე საუბარი არ გვაქვს. საკმარისია ის ვაქცინები, რაც არის.

„ნოვოვაქსზე“ მიდის კონსულტაციები „კოვაქსთან“, თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნავს გაბუნია.

წინა სტატიაშითამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე – შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს
შემდეგი სტატია29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა