გაბუნია – მნიშვნელოვანია „ბუსტერ დოზის” გაკეთება და პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა

“ერთადერთი რაც ცნობილია “ომიკრონის” შესახებ არის ის, რომ მას ახასიათებს სწრაფი გავრცელება. სწრაფი გავრცელების რისკებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, ნიღაბი და ისევ რეგულაციების დაცვა. სამედიცინო სექტორი რჩება მობილიზებული. 9 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, 2000-ზე მეტი თავისუფალია ამ მდგომარეობით. ოდნავ ვხედავთ ჩვენ სტაბილიზაციას “დელტა” შტამის გავრცელების პირობებში, 3000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, რაც გარკვეულწილად მცირედი კლების მაჩვენებელია, თუმცა, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანაში ახალი შტამი გავრცელდა და გავრცელდა სწრაფად, ეს კიდევ უფრო მეტად გადატვირთავს იმ ოდნავ შემსუბუქებულ პირობებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი მუშაობა, ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურებაზე – ეს არის “ბუსტერ” დოზის გაკეთება და რა თქმა უნდა, პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რომ “ომიკრონს” დავხვდეთ მომზადებული, რადგან რეალურად ეს იქნება კიდევ ერთი შემდეგი ტალღა, რომელიც რთული გადასატანი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიროგორც იქნა, მოვესწარით… – ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაგლდანში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება