გაბუნია – მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური თამაშია
შემდეგი სტატიაგაბუნია – „სინოფარმის“ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია გუშინ არ გამოვლენილა