გაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც აცრების მაჩვენებელი იყო დაბალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიპისა და კორონავირუსის ერთდროულად გავრცელების გამო გაორმაგებულ რისკებზე საუბრობს. თამარ გაბუნია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იმ რეგიონებშია სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია:

“შემთხვევების რაოდენობა მაღალია განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც აცრების მაჩვენებელი იყო დაბალი. მოსალოდნელია ასევე გრიპის ცირკულაციის გააქტიურება ზამთრის პერიოდში, ამდენად ეს ტვინდემიის ტერმინი, რომელიც გაჩნდა ასახავს იმ გაორმაგებულ რისკებს, რომელიც უკავშირდება ერთდროულ მიმდინარეობას როგორც გრიპის ასევე კორონავირუსის. აქაც გამოსავალი არის რეგულაციების დაცვა, პირბადის გამოყენება და ვაქცინაცია,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ჩვენი მიდგომა მარტივია – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, რასაც მიეჩვია ქართული საზოგადოება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება