გაბუნია – კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია კახეთში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ხუთი ათასს აღწევს.

„ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. გარკვეული მატება აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო. მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, მილიონამდე ადამიანი სულ მცირე ერთი დოზითა აცრილი.

„ჰოსპიტალიციის მაჩვენებლის მატებას ჯერ ვერ ვაფიქსირებთ, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი, შეიძლება, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და მცირე სიმპტომი აქვთ.

ამ შემთხვევაში, ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა. შემთხვევების რაოდენობა ისედაც მაღალი იყო, ეს არის გარკვეული მატება მეოთხე ტალღის პერიოდში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშინონიაშვილი: სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან, ეს უკანონო ქმედებაა, რის გამოც პლაკატებს თავიდან გავაკრავთ
შემდეგი სტატია26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო