გაბუნია – კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება, ჯერჯერობით არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ცნობილია, რომ ისრაელი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს და როცა შესაბამისი კვლევის შედეგი იქნება, უწყება ეცდება, ის საქართველოშიც გახდეს ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიმე მცდელობა არის, რაც ერთი მხრივ, იქნება პირდაპირ ვირუსზე მიმართული მკურნალობა, ხოლო მეორე მხრივ, იმ დამაზიანებელი შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული, რომელიც ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე კვლევების შესახებ და როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, რომ ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც, თუნდაც მესამე ფაზის კვლევის ფარგლებში საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული”,-განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიდიღმის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ურუგვაი მზად არის, საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით