გაბუნია სააკაშვილის კადრებზე: ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური, პენიტენციურს ალბათ აქვს განმარტება

“ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს რესურსის მობილიზებას, ვგულისხმობ, ექსპერტულ რესურსს, ასევე თუ რამე გამოკვლევაა საჭირო და სამოქალაქო სექტორში ამის შესაძლებლობა, მობილიზდება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა ასევე შედგება ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან და ისინი იკრიბებიან მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობას აყენებს პენიტენციური სამსახური.

ამ შემთხვევაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველამ ვიცით, რომ არის კონფიდენციალური ინფორმაცია და თანხმობის გარეშე გასაჯაროებას არ ექვემდებარება. პენიტენციურ სამსახურს, ალბათ, აქვს განმარტება”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენლებმა გაბუნიას, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები შემოვიდნენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემს ჯანმრთელობას მთავარ საკითხად