გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე – ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც

ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრად პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისაუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია
შემდეგი სტატიაიმნაძე – თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა