გაბუნია – იმის მოლოდინი, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია

ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის ვაქცინაციის 20%-ს მაინც მოიცავს ქვეყნები, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან ერთად ნიღბის ტარება კვლავაც რჩება ყველაზე ქმედით მექანიზმად ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის და მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, „უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი“.

„ჩვენთან ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. მოლოდინი იმის, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია. ჯანმო-ს პროგნოზულად კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის 20%-ს მაინც მოიცავს ქვეყნები, ეს ყველასთვის უკეთესი პერსპექტივა იქნება ეპიდემიის დაძლევისთვის. ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ჩვენ 20%-ის და უფრო მეტის მოცვის შესაძლებლობა გვექნება. არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკები რჩება, ნიღბის ტარება არის კვლავაც ყველაზე ქმედითი მექანიზმი ინფიცირებისგან თავის დაცვისთვის. მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები ვართ თუ არა, უნდა გავაკეთოთ ნიღბის ტარებაზე აქცენტი. კარგია, რომ 66-70%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს, თუმცა მაინც საყურადღებოა, რომ სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე მასიური ვაქცინაცია არ გვექნება ასეთი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკალაძე – ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს