გაბუნია – იმედისმომცემია ის, რომ ინფიცირების შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა

ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, წამახალისებელმა ღონისძიებებმა გავლენა იქონია ვაქცინაციის ტემპზე და გარკვეულწილად გაიზარდა.

„ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირდა. დღეს 4400-ის დონეზე იყო ახალი შემთხვევები.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის, დაანონსდა „მწვანე საშვის“ შესახებ, ასევე ამოქმედდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების სქემა, ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობის მატება გარკვეულწილად არის. ასევე, გრძელდება სოფლებში აქტიური მუშაობა მარათონის კუთხით“, – აღნიშნავს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ “300 არაგველთან” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარომელი მიწის დაბრუნებას აპირებენ ოლგა სკაბეევა და კრემლის სხვა პროპაგანდისტები