გაბუნია – ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ და პირველადი ჯანდაცვის სფეროებზე დატვირთვა შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 6000-ზე მეტი პირი, თუმცა აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა შემცირდა.

,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა
შემდეგი სტატიაგაბუნია – კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ“ შტამის გავრცელება ახალ რისკებს ქმნის