გაბუნია – ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო

ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. ეს, გარკვეულწილად, საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულთა მიმოცვლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მათი გადამისამართება კლინიკურ სასტუმროებში ხდება.

მან ასევე ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო საზოგადოებას.

„7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დუისიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება