გაბუნია – დღეს არსებულ მდგომარეობას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით

მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს, სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მაქსიმალური ყურადღებით მოხდება იმ შემთხვევების გამოვლენა და მართვა, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირება და გააქტიურდეს ვაქციანციის პროცესი. სკოლებში რა რეგულაციებიც არის დაწესებული ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი ეფექტურია და დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც მთავარია წესების დაცვა და პერსონალი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განნმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა. სკოლები გააგრძელებენ იმ რეჟიმით მუშაობას, რაც დღეს არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას სჭირდება თავისუფალი, ჯანმრთელი და ენერგიული
შემდეგი სტატიაე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მეორე აცრიდან ექვს თვეში შეეძლებათ