გაბუნია – არ არის გამორიცხული, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი და სიკვდილობის მომატებული რაოდენობა შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმალავენ რადგან ქურდს ქუდი ეწვის – უგულავას პროცესზე გავაშელიშვილი არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაურბანული და არქიტექტურის მიმართულებით ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა