გაბუნია: აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კომენდანტის საათის გადაწევაზე

“ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკის პერიოდი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია.

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქებას ბიზნესისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს მსოფლიო გამოცდილებას. მაგალითად, აშშ-ში საუბრობენ ვაქცინირებული პირებისთვის ნიღბის გარეშე გადაადგილებაზე. ასევე არის საუბარი ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებაზე. ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, მესმის, ბიზნესისთვის გარკვეული სტიმული საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ბიზნესთან გვექნება საუბარი, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება, მოხერხდეს ერთობლივი მიზნების მიღწევა”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

banner
წინა სტატიაშისუს: ოკუპირებული ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია
შემდეგი სტატიახოშტარია: საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი