გაბუნია – ანალიზის თანახმად, რეანიმაციაში მკურნალობა 3500-მა პირმა გაიარა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%, ორჯერ ვაქცინირებული – 0.3%

ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მარტი-აგვისტოს თვეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. ამასთან, რეანიმაციაში მოხვედრილ პირთა შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1% და ორჯერ ვაქცინირებული – 0.3%.

,,ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ გვაქვს სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში მანამდე მკურნალობა გაიარა 3500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1% და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%. ერთეულ შემთხვევებში მოხდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმირება 3500 პირიდან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის, ან მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, რაც არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ ვაქცინა გავიკეთოთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ

წინა სტატიაშიგაბუნია – დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება
შემდეგი სტატიასაველე ჰოსპიტალების მოწყობისთვის სამუშაოები აჭარასა და იმერეთშიც მიმდინრეობს