გაბუნია: ამოქმედდა COVID-სასტუმროები – შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 16:31

გაბუნია: ამოქმედდა COVID-სასტუმროები – შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ამოქმედდა ე.წ COVID-სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. მისივე თქმით, პირები, რომლებიც 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არიან და რომლებსაც აქვთ მსუბუქი კლინიკური მდგომარეობა თანმხლები ქრონიკული დაავადებების გარეშე, გადაყვანილნი იქნებიან COVID-სასტუმროებში.

“ამოქმედდა ე.წ COVID-სასტუმროები. ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა.

საქართველოში, ჩვენ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა შემთხვევების. ამ მიმართულებით კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე.

დღევანდელი პროტოკოლით პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს რომელიმე ქრონიკული თანმხლები დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება და გააუარესოს მისი მდგომარეობა, გადაყვანილი იქნება ე.წ. COVID-სასტუმროში, სადაც მას გაუგრძელდება სამედიცინო მეთვალყურეობა, ვინაიდან პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევაში, პაციენტს აქტიური სამედიცინო ჩარევა არც სჭირდება. მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე ეს პირობები შექმნილია COVID-სასტუმროებში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ ასეთი გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე”. – აღნიშნავს თამარ გაბუნია.

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 16:31