გაბუნია: ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების  შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება გამოიწვია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ბოლო პერიოდში იყო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. არც ერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი, რათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება. საყურადღებოა, რომ შემთხვევები იმატებს და მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდება. მთავარი გადაწყვეტა სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა და პირადი დაცვის საშუალებები. ასევე, მიდის მუშაობა იმაზე, რომ რიგი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, მაგალითად ზაფხულის ბანაკები, ბავშვთა თავყრილობები, რაღაცნაირად შევზღუდოთ. განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება“, – განაცხადა გაბუნიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამინისტროების უმრავლესობას დაფინანსება ეზრდება
შემდეგი სტატიახვიჩია ცესკო-ს კანდიდატებზე: მე არ მიყვარს ადამიანის გაცნობის გარეშე მათზე პირდაპირ საზოგადოებაში არსებული ჭორების გავრცელება