გაბუნია – აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის

აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეეცდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს, უშუალოდ აღდგომის დღესასწაულზე რეგულაციების საჭიროებაზე კი მოგვიანებით იმსჯელებენ.

„აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების ნიშნები. როგორც ვაკვირდებით, მიმდინარე და მომდევნო კვირის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უკვე დაწესებული ზომები დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ბუნებრივია, მოგვიწევს ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც რომელიმე დასახლებულ პუნქტში მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არის. ზოგად ღონისძიებებზე მიდის საუბარი. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადი წესები ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე ანტიკორუფციულის თანამშრომლებმა ხულოში ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანატო რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დარვევაში ადანაშაულებს