გაბუნია – 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა და ზრდასრული ადამიანების მსგავსად, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კორონავირუსი განსაკუთრებული რისკია.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის კუთხით, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ტესტების ინტენსივობა მაქსიმალური რჩება. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ელენე ხოშტარია-დროას” წევრები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაალექსანრე მოწერელიას ბიურო პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმაც დატოვა