გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა

საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სასიამოვნოა ჩვენი ახლო პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს ხილვა ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სხდომაზე. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები. ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების” პოზიცია აცდენილია რეალობას და შეთანხმებებს, რომელიც გვქონდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს