გაბრიელიუს ლანდსბერგისი – რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ

რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X -ში დაწერა.

ლანდსბერგისი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუქპოსტს, სადაც მან აღნიშნა: „ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.

„რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი – ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა: რუსეთში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო