გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს

ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ OFAC-ს (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს) უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათთან მიმართებით, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს“, – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები