გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს

ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მედიაციის მისიით საქართველოში. ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ეს უგზავნის ცუდ სიგნალს მეგობრებსა და პარტნიორებს. რეფლექსიის პერიოდია საჭირო“, – წერს გაბრიელიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – 1991 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რაზეც უნდა დაყრდნობილიყო ჩვენი სამომავლო განვითარება
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო