გაბრიელ წულაია – ტყუილია თითქოს ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა

„ტყუილია თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა“, – წერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გაბრიელ წულაია სოციალურ ქსელში.

წულაის თქმით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და ძმასთან ერთად საკუთარი შეხედულებრისამებრ გააგრძელებს გვერდის მართვას, რომელსაც დღეს სახელწოდება შეეცვალა და „გახარია და მედია“ დაერქვა.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო რეალური ინფორმაცია:
1. ტყუილია თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა. აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ, ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით.
2. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას ვმართავდი აღნიშნულ გვერდს. რეალურად – მხარდამჭერ გვერდს მართავდა ჩემი ძმა
3. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის “დარეპორტება”, გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი ფუნქციონირებს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ფეისბუქის მხრიდან მისი ფუნქციონირება არასოდეს შეფერხებულა (სოცქსელის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის მნიშვნელობას).
4. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემ ძმასთან ერთად, გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას“, – წერს წულაია.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი: ოპოზიციონერების ციხეში გატარებული ყოველი დღე, რუსეთის გამარჯვებაა
შემდეგი სტატიაჯეიმს რიში: „ოცნებას“ აკისრია პასუხისმგებლობა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან