გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილები მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემად მოითხოვენ.

სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ ოთხი დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა დაიკავა, დანარჩენი ხუთი მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ბესო შენგელია იმყოფებოდა. მისი თქმით, მართალია, ბაღის ტერიტორიაზე შეჭრა კანონით დაუშვებელია, თუმცა სახელმწიფომ მოსახლეობას სხვა გზა არ დაუტოვა. ამ დროისთვის შენობაში რჩებიან მოქალაქეები, პოლიცია კი ჟურნალისტებს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არ უშვებს.

109-ე ბაღი არის ავარიული. როგორც თბლისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ბაღის შენობის ავარიულობის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბავშვები გამოიყვანეს ამ ბაღიდან და გადაიყვანეს „დირსის“ კომპლექსში, ნაქირავებ ფართში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის ისევ შს მინისტრად ინიშნება
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების გასამართლება და შიდა ქართლის ანექსია – სააკაშვილი “იმედზე” გასული ფილმის მიზნებზე საუბრობს