გაბელია ქართული დროშით – კვლავ ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირია

ყველაზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ქალმა, გულნარა გაბელიამ, რომელიც 12 სეზონია ყაზახეთში თამაშობს, 36 წლის ასაკში, ქვეყნის ჩემპიონისა და საუკეთესო ბომბარდირის მორიგი ტიტული, სტადიონზე ქართული დროშით აღნიშნა.
ქართველმა ლეგიონერმა, თავისი ასაკის მიუხედავად ყაზახეთის ჩემპიონის ტიტული, შიმკენტის ,,ბიიკის,, შემადგენლობაში, მეათედ მოიპოვა და 20 თამაშში გატანილი 40 გოლით, ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირად მეშვიდედ დასახელდა.
გულნარა გაბელია, ყაზახეთში 12 სეზონის განმავლობაში, 10 ჯერ მოპოვებული ჩემპიონობისა და 7 -ჯერ ბომბარდირობის გარდა, 10-ჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, 2 ჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი, ერთხელ უნივერსიადის გამარჯვებული და ერთხელ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონიც გახდა… ამასთანავე, გაბელია თავის გუნდს, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 6 ჯერ მერვედფინალში გასვლაზე დაეხმარა. 12 სეზონის განმავლობაში, შიმკენტელთა კლუბის ქართველ თავდამსხმელს 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, რაც ყაზახეთის ქალთა საგეხბურთო ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია.
გულნარა გაბელიამ, რომელმაც ყაზახური ქალაქი შიმკენტში ფაქტობრივად ყაზახური ქალთა ფეხბურთის ისტორია დაწერა, თავისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა საკმაოდ გვიან, 21 წლის ასაკში დაიწყო…. ყაზახეთში გადასვლამდე, გულნარა 2 ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ფლობდა. ხოლო 2007-2008 წლებში, თურქეთის ,,ტრაბზონსფორის,, შემადგენლობაში, ერთი არასრული სეზონიც ითამშა, სადაც 8 თამაშში გატანილი 22 გოლით, თურქეთის ქალთა საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
როგორც გაბელიას მენეჯერმა, კახაბერ ადამიამ ,,თაიმერს,, განუცხადა, გულნარა გაბელია, ასაკის მიუხედავად ძალიან კარგ ფორმაშია და მაღალ ფიზიკურ დატვირთვებსაც არ ერიდება, ამიტომ ის ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და უკვე ემზადება მომავალი სეზონისთვის.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში
შემდეგი სტატიასააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებიც აწერს ხელს