“გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის”

“გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის”-სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტებმა საპროტესტო აქცია წუთიერი დუმილით დაიწყეს და გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს, ლუკა სირაძეს, პატივი მიაგეს.

“გაბედეს” წევრთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ლუკა სირაძის გამოკითხვაში მონაწილე ყველა პირის დასჯაა. მათი ინფორმაციით, ამ მოთხოვნებით მომავალში არაერთი აქცია გაიმართება. აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ თოკებით “ძირს სისტემა” დაწერეს და ცეცხლი მოუკიდეს.

საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 დეკემბერს ლუკა სირაძე, 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, გარდაიცვალა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზთან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაგამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ტატო ღარიბაშვილის გარდა, კიდევ ერთ პირს, გიორგი სოლოღაშვილს წარუდგინეს