გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 21 508 კვ.მ ფართობზე, რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ ბრაიზა: ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე”
შემდეგი სტატიავერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს – გია აბაშიძე