გაბაშვილი TBC-ზე-ივანიშვილი ანადგურებს ყველანაირ წარმატებას, რომელიც მისი საკუთრება არაა

“არც მახსოვს როდის გავხსენი ანგარიში თიბისი ბანკში. ოც წელზე მეტი იქნება. არასოდეს, არაფერზე არ მქონია პრეტენზია – გულისხმიერი, თავაზიანი კარგი ხალხი მხვდებოდა ყოველთვის თიბისიში. თუ რამეს შეიძლება დასავლური სტანტარტის ბიზნესი უწოდო საქართველოში – ნამდვილად ერთერთი თიბისია.

აუცილებლად მოვა დრო, როცა ყველა შემსრულებელს შერცხვება – ბენდუქიძის უნივერტეტთან მებრძოლებით დაწყებული, ხაზარაძის ბანკის წინააღმდეგ მოლაშქრეებით დამთავრებული. დამკვეთს არ შერცხვება ცხადია – ივანიშვილი უბრალოდ ანადგურებს ყველანაირ წარმატებას ქვეყანაში, რომელიც მისი საკუთრება არაა ”-განაცხადა
თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში ათასობით შიშველი მამაკაცი რიტუალური ჯოხისთვის იბრძოდა
შემდეგი სტატია„ხმა უნდა მივცეთ ამ კანონპროექტს, რომ დროებით მეტასტაზირების პროცესი შეჩერდეს” – ნიკა მელია ბესელიას კანონპროექტზე საუბრობს