“გაათრიეთ ეს კვაჭი კვაჭანტირაძე,”-ვეტერანები შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვენ

სამხედრო ჰოსპიტალის გადარჩენის კომიტეტი და მისი წევრი ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით ცემის ფაქტი 4 დღის წინ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შენობის ეზოში მოხდა. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო სამსახურშიც, თუმცა მათი თქმით კორგანოვს ფიზიკურად არავინ გასწორებია.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ჯამრთელობის პრობლემის მოსაწესრიგებლად მივედი, ეს მოხდა 4 დღის წინ, ჩემი იქ მისვლის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფთაგანმა მიცნო და თქვა, რომ მე ვიმყოფებოდი ვეტერანთა საავადმყოფოს დასაცავ აქციაზე, ამის შემდეგ ხელი დაახლოებით თხუთმეტმა ადამიანმა დამარტყა, წინააღგმდეგობის გაწევა ვერ მოვახერხე რადგან ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. შემდეგ მათ ოთახში შემიყვანეს სადაც 40-მდე ფოტოსურათი მაჩვენეს იმ ადამიანების, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ“ -განაცხადა ვეტერანმა კოხტა კორგანოვმა.

ვეტერანთა ჰოსპიტალის გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ მაჭავარიანი ხელისუფლებას ირაკლი შიხიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

“ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ იქ რაღაცა საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს, რომლის ერთადერთი მიზანი არის განსხვავებული აზრის, ვეტერანების დაშინება. მივმართავ ხელისუფლებას გაათრიეთ ეს კვაჭი კვაჭანტირაძე ამ შენობიდან, თორემ ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ,“- აღნიშნა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო
შემდეგი სტატიაფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს