გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ პოლიტიკოსები კი ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის წინასწარ პრევენცია მოხდეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. აქცია უნდა დარჩეს მშვიდობიან ფორმებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, წინასწარვე უნდა მოხდეს იმ აქტივობების პრევენცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, ვინც პროვოცირებას ახდენს, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო ქმედებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე ჟურნალისტებს: “ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ უბრალოდ რა”
შემდეგი სტატიაწარმოშობით ვარ გურიიდან, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ – თალაკვაძე