G7-ის ქვეყნები უკრაინისთვის 30 მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინისთვის 30 მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია Spiegel-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე მოლაპარაკებებს დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები გამართავენ.

მოლაპარაკების მონაწილეების თქმით, ფინანსური საჭიროების საკითხი თავად უკრაინამ დააყენა.

დახმარება გაცემული იქნება სესხებისა და გრანტების სახით. შესაბამისად, კიევს არ მოუწევს მთლიანი თანხის დაბრუნება. 30 მილიარდის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.

შეხვედრას გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი მასპინძლობს, რადგან გერმანია წელს G7-ს თავმჯდომარეობს.

როგორც ცნობილია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მოუწოდა დიდი შვიდეულის ქვეყნებს გაყინონ რუსული აქტივები და ისინი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიკულებამ სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა
შემდეგი სტატიაის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია – კაკაბაძე