G7-ის მიერ ნავთობის ფასის რეგულირება მის გაძვირებას გამოიწვევს – ზახაროვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასის რეგულირების შესახებ სინამდვილეში მის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას usnews.com ავრცელებს.

„ეს გეგმები ბაზრის წესებს ეწინააღმდეგება და ეს ძალზე საშიში გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსული ნავთობი დღესაც ფასდაკლებით იყიდება. თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობი 100 დოლარზე ოდნავ იაფია, რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასი 75 აშშ დოლარს შეადგენს. რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების სქემა პირველმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა წარმოადგინა. მისი მიზანია ევროპის და აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე უარის შემდეგ მსოფლიო ფასების დარეგულირება, რათა პუტინმა და მისმა გარემოცვამ დამატებითი შემოსავალი არ მიიღოს.

თავად პუტინმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების შემთხვევაში ენერგომატარებლებზე მსოფლიოში ფასი კატასტროფულად გაიზრდება.

წინა სტატიაშითამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, დასავლეთმა ვადების გადაწევით სცადა საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა – საბო