G7 სამიტი დასრულებულია – ერთიანი ხედვა და ნაკლები კონკრეტულობა

G7 სამიტი დასრულებულია – ერთიანი ხედვა და ნაკლები კონკრეტულობა

G7 სამიტი დასრულებულია – ერთიანი ხედვა და ნაკლები კონკრეტულობაელმაუს სასახლეში G7 სამიტი დასრულდა. კონკრეტული გადაწყვეტილებები და ციფრები ნაკლებია, მაგრამ «დიდი შვიდეული» ეს ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნების შეთანხმებების შესაძლებლობებია – წერს დოიჩე ველე.

სამიტის მსვლელობისას ბევრი მსჯელობა და კამათი გაიმართა მონაწილეებს შორის. ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, და იაპონია – ეს ის ქვეყნებია რომლებიც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ. სად არის ინდოეთი და ჩინეთი? ან ბრაზილია და ავსტრალია. სამიტის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს სხვა ფორმატია, მაგალითად «დიდი ოცეული».

ყველაზე მეტი შეკითხვა რუსეთზე დაისვა – იყო თუ არა შეცდომა მისი დიდი შვიდეულიდან გარიცხვა. «G7 ეს ქვეყნების ჯგუფია, რომლებიც გაერთიანებული არიან ისეთი ღირებულებებით, როგორც არის დემოკრატია და უმაღლესი პრინციპები. ჩვენს პრინციპში შედის საერთაშორისო ნორმების დაცვა და საზღვრების დაურღვევლობა, რადგანაც ეს არის მშვიდობის ძირითადი ფუნდამენტი. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია კი საერთაშორისო უფლების დარღვევაა .»
ელმაუს სასახლიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, სამიტზე დიდი დრო რუსეთის უკრაინასთან მიმარტების პოლიტიკას დაერთო. თუმცა, მერკელმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში პირიქით თქვა: «სხვა კონფლიქტებზე ვსაუბრობდით უფრო ბევრს და ინტენსიურად» – თქვა მან და დაამატა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკარცება არ უნდათ, მაგრამ ეს მოხდება, თუკი უკრაინაში არ გამოსწორდება სიტუაცია. ჟურნალისტის შეკითხვას, როგორი შეიძლება იყოს გამკაცრებული სანქციები, მერკელმა დიპლომატიურად აარიდა თავი, თუმცა, სამიტის დასკვნით კომუნიკეში ნათქვამია: «ჩვენ მაინც მზად ვართ შემოვიტანოთ დამატებითი შეზღუდვები, რომ ავწიოთ ფასი , რომლითაც რუსეთმა საკუთარი ქმედებებისთვის უნდა ზღოს, თუკი მისი ნაბიჯები ამის აუცილებლობას მოითხოვს».
სამიტის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიმატის დაცვას შეეხო. მონაწილეებმა შეძლეს შეთანხმება მიეღწიათ ენერგიის წყაროების ბურღვითი ნაწილების შემცირებაზე, რომ არ დაუშვან კლიმატის 2 გრადუსზე მეტით შეცვლა.
მოწინავე ქვეყნები მზად არიან შექმნან ფონდები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს დაეხმარებიან კლიმატის დაცვაში, გარდა ამისა, მიზნად დაისახეს საუკუნის დასასრულამდე უარი თქვან ყველა ბურღვით სამუშაოზე, რომელიც დედამიწის ენერგიისგან დაცლას იწვევს. კონკრეტული ნაბიჯები ამ მიზნის განსახორციელებლად არ დაზუსტებულა და ამ თემას სავარაუდოდ, გაეროში გაივლიან, რომელიც წლის დასასრულს პარიზში ჩატარდება.

სამიტის მსვლელობა საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობდა. დაახლოებით 10 ათასიან დემონსტრაციას 17 ათასამდე პოლიციელი იცავდა. კოკისპირული წვიმის შემდეგ მონაწილეებიდან იმდენი ადამიანი დარჩა ქუჩაში, რომ თითო მონაწილეზე 5 პოლიციელი მოდიოდა.

მომზადებულია «დოიჩე ველეს» მიხედვით

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი – სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი
შემდეგი სტატიაგიგა ბუკია – მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის