G20-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს… რაზე ისაუბრებენ ერდოღანი და პუტინი?

15-16 ნოემბერს, თურქეთი და მისი საკურორტო  ქალაქი ანტალია G20-ს (მსოფლიოს უდიდესი 20 ქვეყნის) სამიტს უმასპინძლებს…

გარდა იმისა, რომ თურქეთი ამ სამიტის მასპინძლობას მაღალ დონეზე აპირებს, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღებაშიც გამოიხატება, თურქული მედიის აზრით, მასპინძელი ქვეყანა ამ სამიტის მეშვეობით საკუთარი პრობლემების მოგვარებასაც შეეცდება… პრობლემები კი, ბოლო 4 თვეში ორჯერ არჩევნებგადატანილ თურქეთს საკმარისზე მეტი აქვს. უმთავრესი მათ შორის კი, ქურთებთან გაჭიანურებული კონფლიქტი, ტერორიზმი და სირიის კონფლიქტიდან მიღებული მილიონობით ლტოლვილია…

ამას გარდა თურქეთის ეკონომიკა ამ დროისთვის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რასაც რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში ,,გაჭედილი,, ურთიერთობებიც ერთვის თან, რომლის მოგვარებასაც საერთაშორისო ენერგეტიკულ-ეკონომიკური კავშირის (IAEE) თავმჯდომარის, პროფესორ გურქან კუმბაროღლუს აზრით, თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრის დროს შეეცდება.

,,რუსული გაზის ფასი, რუსული გაზის თურქული ნაკადის გაყვანა და რუსების მიერ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა თურქეთში,, ეს ის მოუგვარებელი პრობლემებია, რომელიც ექსპერტების ერდოღანმა იმ პოლიტიკური პრობლემების პარალელურად უნდა მოაგვაროს, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობაში,  სირიის კონფლიქტში ამ ქვეყნის ჩართვასთან ერთად იჩინა თავი.

,,ეროვნული ინტერესები და ეკონომიკური სარგებელი, ყოველთვის წინა პლანზე დგას და მე მჯერა, რომ  ორ ქვეყანას შეუძლია მოძებნოს საერთო გადაწყვეტილება. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ეს ორივე დაინტერესებულ ქვეყანას გრძელვადიან, ურთიერთსასარგებლო და დიდად მომგებიან ეკონომიკურ მიღწევებს უქადის,, აცხადებს თურქი ექსპერტი.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიროგორ ერთობიან პატარები დედის სხეულში–ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია+ვიდეო