FT: ევროპაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის დარტყმებმა ირანის ურანის მარაგი არ გაანადგურა

ევროპული მთავრობებისთვის მიწოდებული წინასწარი სადაზვერვო შეფასებები მიუთითებს, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი დიდწილად ხელუხლებელი რჩება აშშ-ის მიერ ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, განუცხადეს ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს.

წყაროების ცნობით, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის 408 კილოგრამი ურანის მარაგი, რომელიც გამდიდრებული იყო იარაღის დონემდე, გასულ შაბათ-კვირას მომხდარი თავდასხმის დროს არ იყო კონცენტრირებული ფორდოუში, რომელიც გამდიდრების ორი ძირითადი ობიექტიდან ერთ-ერთია. ვარაუდობენ, რომ ის სხვადასხვა ადგილას იყო მიმოფანტული.

დასკვნები ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ დაბომბვამ ირანის ბირთვული პროგრამა „გაანადგურა“.

გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკავშირის მთავრობები ჯერ კიდევ ელოდებიან სრულ სადაზვერვო ანგარიშს ფორდოუს ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბის შესახებ, რომელიც წმინდა ქალაქ ყუმთან ახლოს, მთის სიღრმეში იყო აშენებული. მათივე თქმით, ერთ-ერთ წინა ანგარიშში მითითებული იყო „მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ არა სრული განადგურება“.

ირანის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები აშშ-ის დაბომბვამდე, რომელიც ისრაელის მიერ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელებიდან რამდენიმე დღეში მოხდა, გაიტანეს.

ტრამპი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის წინასწარ შეფასებებს, რომლებიც ამერიკულ მედიაში გავრცელდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა აფეთქებებმა მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა.

ისრაელის ატომური ენერგიის კომისიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა „ირანი ბირთვული იარაღის შემუშავების კუთხით მრავალი წლით უკან დახია“.

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტია: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას
შემდეგი სტატიათუ გავაგრძელებთ გვერდით გახედვას, ყველა ოპოზიციონერს დააპატიმრებენ – ასე მიმართა ალბანა ვოკშიმ ევროსაბჭოს, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება