FT – ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასაცეს

ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს, – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში გაიგზავნება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.

ევროკომისიის წინადადების პროექტის მიხედვით, რომლის შინაარსიც Financial Times-თვის გახდა ცნობილი, ბრიუსელს ბელგიის Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ის გამოყენებისა და მათი ევროკავშირის ბიუჯეტში გადატანის იმედი აქვს. შემდეგ თანხის გადახდა კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ მოხდება, და, შესაძლოა, სხვადასხვა შეთანხმების შესაბამისად უკრაინის ინტერესებისთვის გამოიყენონ.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია – დავით არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური, მტრული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ახალი არ არის
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო