FT: EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს

გამოცემა Financial Times წერ, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას.

კერძოდ, სტატიაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ უგულებელყო რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები და აგრძელებს მუშაობას საკამათო კანონთან დაკავშირებით, რომელიც “მსგავსია რუსეთში მოქმედი კანონისა”.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, განიხილონ საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მომავალ კვირას. უფრო კონკრეტულად, განხილვის საგანი იქნება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის სახსრების გაყინვა.

“ევროპული დედაქალაქები განიხილავენ “საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს”, იტყობინებიან ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირები”, – წერია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში “უცხოური აგენტების” კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება. ეს კი ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსული ორბიტისკენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ
შემდეგი სტატიათბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს