ესტონეთი მოსკოვის შესაძლო აგრესიისთვის ემზადება — ქვეყანამ მთავარი სამხედრო ბრიგადა რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში გადაიყვანა და ისეთ იარაღს ყიდულობს, რომელსაც დარტყმის მიყენება რუსეთის სიღრმეში შეუძლია. ამის შესახებ Financial Times-ი ესტონელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ესტონეთის სამხედრო და დაზვერვის ლიდერებს არ სჯერათ, რომ რუსეთი NATO-სთან სრულმასშტაბიან ომს უახლოესი ორი წლის განმავლობაში გეგმავს, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ მოსკოვი მომავალი შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება. სწორედ ამან აიძულა ესტონეთი, „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიაზე გადასულიყო.


















