FRUCOM-ი ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანებაში ალექსანდრე მოწერელიას წვლილზე საუბრობს

უმსხვილეს ასოციაცია FRUCOM-ში საქართველოს გაწევრიანებაში ალექსანდრე მოწერელიას წვლილზე საუბრობს FRUCOM-ს გენერალური მდივანი ანნა ბულოვა. ბულოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას ოფიციალური წერილით გამოეხმაურა.

ანნა ბულოვას თქმით ალექსანდრე მოწერელია პირადად იყო ჩართული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში.
„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ბატონმა ალექსანდრე მოწერილიამ უდიდესი დახმარება გასწია საქართველოს FRUCOM-ში გაწევრიანების კუთხით. იგი პირადად გახლდათ ჩართული და HEPA–ის მმართველ დირექტორთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში და 2017 წელს, ბრიუსელში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში. მან საქართველოს თხილის სექტორი ევროპელი იმპორტიორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე FRUCOM-ის ყველა წევრის წინაშე წარადგინა.
ალექსანდრე ძალზე მეგობრული, ენერგიული და უშუალო ადამიანია, რომელიც ჩინებულად ურთიერთობდა ჩვენს წევრებსა და თანამშრომლებთან.
ბატონ ალექსანდრე მოწერილიას წარმატებას ვუსურვებ ახალ თანამდებობაზე და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევხვდებით. ასევე, იმედი მაქვს, რომ FRUCOM-სა და HEPA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი მწარმოებლების, ექსპორტიორებსა და ევროპელი კომერსანტების სასარგებლოდ, მომავალშიც გაგრძელდება”- ნათქვამია ბულოვას წერილში.

FRUCOM-ი მშრალი ხილის, კაკლოვნების, თაფლის, გადამუშავებული ხილის, ზღვის პროდუქტების და ბოსტნეულის მწარმოებლების უმსხვილესი ევროპული ასოციაციაა, რომელიც აღიარებულია ევროკომისის მიერ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, „წითელ ხიდზე“, დაგორებული სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა
შემდეგი სტატიაპოლიციამ კახეთში ბინის ქურდობის 3 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი