„Freedom House“ – საქართველოში მთავრობას მოსახლეობის ფართო მასები აქებენ პანდემიის დასაძლევად მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე შეზღუდვების დაწესებისთვის

region
ავტ.: region ნოემბერი 27, 2020 21:02

„Freedom House“ – საქართველოში მთავრობას მოსახლეობის ფართო მასები აქებენ პანდემიის დასაძლევად მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე შეზღუდვების დაწესებისთვის

საქართველოში მთავრობას მოსახლეობის ფართო მასები აქებენ პანდემიის დასაძლევად მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე შეზღუდვების დაწესებისთვის, – ამის შესახებ „Freedom House“ ახალ კვლევაში წერს, რომელსაც „დემოკრატია კარანტინში“ ჰქვია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ჯანდაცვის სისტემაში არსებული რისკების მართვა ადამიანის უფლებების პატივისცემის პირობებში.

„კვლავინდებურად ნაწილობრივ თავისუფალ საქართველოში მთავრობას მოსახლეობის ფართო მასები აქებენ პანდემიის დასაძლევად მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე შეზღუდვების დაწესებისთვის. გლობალურად, ახალი კორინავირუსით პროვოცირებული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა საქართველოს, რამაც პოპულარობა დიდად გაუზარდა მმართველ პარტია – “ქართულ ოცნებას” ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინ. ამგვარი შემთხვევები იმას ცხადყოფს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ჯანდაცვის სისტემაში არსებული რისკების მართვა ადამიანის უფლებების პატივისცემის პირობებში. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ნიშანდობლივია, რადგან გამოკითხვაში მონაწილე ქართველებმა ეს მოვლენა მიიჩნიეს არჩევნების აუცილებელ სამზადისში საერთაშორისო ჩართულობის შესაძლო დადებით ნიმუშად,“- წერს „Freedom House“.

region
ავტ.: region ნოემბერი 27, 2020 21:02