Freedom House – საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House მსოფლიოში დემოკრატიიის მდგომარეობათან დაკავშირებით ანგარიშს “ქვეყნები გარდამავალ პერიოდში – 2016” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა. დემოკრატიის დონეს ორგანიზაციის მკვლევარები 7-ბალიანი შკალით აფასებენ, საიდანაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს 4,61 ქულა აქვს, გასულ წლის ანალოგიური მაჩვენებელი 4,64 შეადგენდა.

Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის დონე შეფასებულია ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო პროცესის, სამოქალაქო საზოგადოების,მედიის თავისუფლების,სასამართლო სისტემის მდგომარეობითა და კორუფციის მაჩვენებლით.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველომ გააუმჯობესა მდგომარეობა სასამართლო სისტემის მხრივ. დანარჩენი პარამეტრები კი 2015 წელთან შედარებით უცვლელია.

ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდასა და ყოფილი მაღალჩნსონების წინააღმდეგ სასამართლო დევნის შენელებას. ამავე დროს, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სფეროში საქართველოში სტაგნაცია და რეგრესიც კი შეინიშნებოდა, კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზეა.

“ქართული მედია მრავალფეროვანი და პლურალისტური რჩება, თუმცა ამავე დროს, წამყვანი ოპოზიციური მედიასაშუალების რუსთავის 2-ის წინააღმდეგ სასამართლო დევნა და გამოძიება მიუთითებს “ქართული ოცნების” მმართველი კოალიციის ნაწილის მხრიდან ზეწოლაზე”, – ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: რა მოუთმენელი გვჭირს, ერთი თვეც არ იყო გასული, რაც პროკურატურამ დანაშაული გახსნა
შემდეგი სტატია“საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება”